ტრენინგი „საველე პირველადი დახმარება“

   
   

27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  ჩატარდა   ტრენინგი „საველე პირველადი დახმარება“. ტრენინგი ჩაატარა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის  ახალგაზრდული ლეგიონის ლეგიონერმა, დავით ნარტყოშვილმა.

ტრენინგზე განხილულ  იქნა  საველე პირობებში დაშავებულთა პირველადი დახმარების  და ევაკუაციის საკითხები. . დამსწრე აუდიტორიას ასევე საშუალება ჰქონდა გაცნობოდა  სამხედრო - სამედიცინო ეკიპირებას (საკაცე, პირადი აფთიაქი და სხვა).