კონფერენცია - ,,ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - IX“

2016 წლის 29-30 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია - ,,ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - IX“.

ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და  მიზნად ისახავს პედიატრიის აქტუალური საკითხების განხილვას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას  და თემის გარშემო მსჯელობას.

ღონისძიება გახსნა ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ. აუდიტორიას მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ღვაწლმოსილი პროფესორი ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე.

კონფერენციაზე პირველი მოხსენება - “დაბალი  შემცველობის პროტეინი”, “ხორბლის მუცელი”, “მარცვლეულის გონება” და კომპანია: სერიოზული კონცეფციები თუ მხოლოდ პოპულარული ტრენდები?“  წარადგინა ბონის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა, თსსუ-ის საპატიო დოქტორმა მიხეილ ლენტცემ.  მოხსენებამ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, დაისვა კითხვები.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

"ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეა“ - ნ. უბერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  ე. უბერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;  მ. ჩიქოვანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; მ. ღუღუნიშვილი;  ნ. შვანგირაძე;  გ. გოგბერაშვილი;

"რესპირატორული ინფექციების რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია”  - ყ. ფაღავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

"პრო - და  პრებიოტიკები – ე.წ. ევიდენსური პრეპარატები“ - ი.ა. კორინთელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი;

,,ბავშვის დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისაგან“ - რ. ქარსელაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ი. ჟორჟოლიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ქ. სარალიძე; ქ. დავითაშვილი;

 

,,ტყვიისაგან თავისუფალი ბავშვი“. ლიანა სირაძე, მედიცინის  მეცნიერებათა კანდიდატი;

,,ფუნქციური ბილირუბინემია ბავშვთა ასაკში“  - მ. კვეზერელი-კოპაძე,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;  ა. კვეზერელი-კოპაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

,,ლიზობაქტი – უნიკალური ბუნებრივი იმუნომოდულანტი მთელი ოჯახისთვის” - მ. ხორგუანი;

,,სინკოპეს მართვა ბავშვებსა და მოზარდებში” - ფ. ლურსმანაშვილი;

,,ინტეგრალური მიდგომა ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას ბავშვთა ასაკში” - მ. კობახიძე,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი;

,,ანტიბიოტიკების  აპოკალიფსი” - მ. ხოჭავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  თ. ჯოხთაბერიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ი. შალამბერიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

,,ბავშვთა და მოზარდთა ასაკის ტიკური ჰიპერკინეზების დიფერენციული დიაგნოსტიკა და მართვა” - ნ. გელაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  ნ. ხაჭაპურიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;  ს. ბახტაძე, მედიცინის  აკადემიური დოქტორი,  ასისტენტ-პროფესორი; ნ. კაპანაძე;  მ. ხუნდაძე;

,,ვასკულიტების  მართვა”  - ყ. ფაღავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  თ. კუტუბიძე,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

,,ახალშობილთა პერსისტული ჰიპოგლიკემიის შეფასება და  მართვა”  - თ. გოთუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;  ი. ფავლენიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

,,ტორჩ-ინფექციების პრევენცია დერმატიტის მკურნალობისას  ბავშვთა  ასაკში” - ე. გეთია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;

,,ასთმის კონტროლი ექიმის და პაციენტის ერთობლივი ამოცანაა“ - ი. ჟორჟოლიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

,,ენტერო და პარვოვირუსული ინფექციები ბავშვებსა და ნოზარდებში“ - მ. ჯავახაძემედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

,,ფუნქციური ჰიპერკორტიციზმი მოზარდთა ასაკში“ - ი. ფაღავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

,,პერიოდული ცხელების, აფტოზური სტომატიტის, ფარინგიტის და ადენიტის სინდრომი“ - თ. კუტუბიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

,,პედიატრიული ოფთალმოლოგიის აქტუალური საკითხები“ - ლ.ცომაია,მედიცინის მეცნიერებათა  კანდიდატი.