„დივალის“ ფესტივალი სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 1 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  გაიმართა ინდურ დღესასწაულთან  „დივალი“ დაკავშირებული კონცერტი.

ოქტომბრის ბოლო კვირაში ინდუისტები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ “დივალის” დღესასწაულს. ამ ზეიმს „ცეცხლების ფესტივალსაც“ ეძახიან და ის ინდუისტურ კალენდარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ინდუისტები ანთებენ ლამფებს და სანთლებს და ამით ბოროტზე სიკეთის გამარჯვებას აღნიშნავენ. ამ დღეს ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან და სიუხვის ქალღმერთს ბარაქას ევედრებიან. „დივალის“  დღესასწაული 5 ღამის განმავლობაში გრძელდება.

„დივალის“ დღესასწაულს ტრადიციულად აღნიშნავენ სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტებიც.

წელს დღესასწაულის მისალოცად და მათთან შესახვედრად საგანგებოდ სომხეთიდან ჩამობრძანდა ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მისი აღმატებულება, ბატონი იოგეშვარ სანგვანი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ინდოეთის ელჩმა  საქართველოსა და სომხეთში, მისმა  აღმატებულებამ, ბატონმა იოგეშვარ სანგვანიმ სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტებს „დივალის“ დღესასწაული მიულოცეს და დაესწრნენ დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტს.

კონცერტში მონაწილეობდნენ  როგორც ქართველი, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკიდან ჩამოსული „კლასიკური ინდური ცეკვების ცენტრის“ მოცეკვავეები.