SNF Global Center-ის კვლევითი სტიპენდია

Stavros Niarchos Foundation (SNF) Global Center-ი იწვევს კანდიდატებს ბავშვთა და მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

აღნიშნული ინოვაციური პროგრამა მხარს უჭერს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ადრეული კარიერის მკვლევრებს, რომლებიც ახორციელებენ გამორჩეულ კვლევით პროექტებს ბავშვთა და მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის (CAMH) მიმართულებით. თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს $550,000-მდე დაფინანსებას 4-5 წლიანი კვლევითი საქმიანობისთვის.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც ნომინირებულნი არიან შესაბამისი უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ.

რეგისტრაციის ვადები:

ინსტიტუციური ნომინაციის ვადა: 2025 წლის 2 ივნისი.

განაცხადის წარდგენის ვადა: 2025 წლის 16 ივნისი.

აპლიკანტებისთვის საინფორმაციო ვებინარი ჩატარდება 2025 წლის 24 აპრილს. ვებინარზე წინასწარი რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საგრანტო პროექტების მოზიდვის და ხელშეწყობის განყოფილებას.

მისამართი: თსსუ ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი N402 

ელფოსტა: m.mosidze@tsmu.edu