დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამის განსახორციელებლად:

„რეკანალიზაციური თერაპიის გამოსავალი და რეოლოგიური პროფილის კორელანტები მწვავე იშემიური ინსულტის დროს“

სამეცნიერო ხელმძღვანელი  -  პროფესორი შოთა ინგოროყვა

სამეცნიერო კონსულტანტი  -  ასისტენტ-პროფესორი მაია მანწკავა

კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის  ფორმა – ტესტური და გასაუბრება).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 4 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, 10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური ფორმით (pdf ფაილი). 

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი №313. ტელ.: 254 24 66.