![]() |
|
2016 წლის 17 ნოემბერს „მაგთის“ ჯაზ-კლუბში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ტრადიციული შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებთან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლებლების რექტორები.
სტუდენტებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მთავრობა ულოცავს ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას სტუდენტთა საერთაშორისო დღეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ჩვენი სტუდენტობა არის ქვეყნის ის პოტენციური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აფასებს მსოფლიოს თანამედროვე დემოკრატიულ ფასეულობებს და რომლის საფუძველზეც მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და განამტკიცებს მის სუვერენიტეტს და საერთაშორისო ავტორიტეტს“.
წარჩინებულ სტუდენტებს მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ. მადლობა მოახსენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული ღონისძიების ტრადიციად ჩამოყალიბებისთვის და თითოეულ სტუდენტს კარგი სწავლისთვის. მან საზეიმოდ დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფხაზეთიდან დევნილი 7 წარჩინებული სტუდენტი:
თითოეულ სტუდენტს საჩუქრად გადაეცა უნივერსიტეტის სიმბოლიკით გაფორმებული სამახსოვრო სუვენირები და მერკის ცნობარი “Home Health HandBook”, ასევე სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრემია და ფასიანი საჩუქრები.