მერი გონაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2025 წლის 8 მაისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება მერი გონაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „ძვლის სიცოცხლისდროინდელ და სიკვდილისშემდგომ მოტეხილობათა მორფოლოგიური თავისებურებანი“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: 

ბესარიონ კილასონია - თსსუ-ის  ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

რამაზ ჩიხლაძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

ომარ ხარძეიშვილი - თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

პაატა ღუდუშაური - სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნანა კიკალიშვილი - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.