ევროსტუდენტი წარმოადგენს ტრანსნაციონალურ სამეცნიერო კვლევით პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნებში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მრავალმხრივ შესწავლას. კვლევაში მონაწილეობს 30-მდე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, რომელიც პროექტში 2014 წლიდან არის ჩართული.
კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამების მახასიათებლები, სტუდენტთა ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავლისა და ხარჯების სტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილე ქვეყნები ავითარებენ პოლიტიკასა და პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე.
ევროსტუდენტის მეცხრე ციკლს საქართველოში ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი.
2025 წლის 15 აპრილიდან კვლევაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობას ელექტრონული ფორმით მიიღებენ.
დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge