მცხეთის N.2 საჯარო სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო–შემეცნებითი ტური თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 6 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქ. მცხეთის N.2 საჯარო სკოლის ოცი მეცხრე კლასის მოსწავლე.

სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევბის ცენტრი  და უნივერსიტეტის მოლეკულური და  სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული  მუზეუმი.

საჯარო სკოლის მოსწავლეების სტუმრობა სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა – „პროფესიული  ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“,  2013 წლიდან ხორციელდება   განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის მიერ და მისი   მიზანია,  დაეხმაროს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.

პროგრამის ფარგლებში ტარდება მოსწავლეთა შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ამ პროფესიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „პროფესიული  ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა –  საგანმანათლებლო–შემეცნებითი ტურით, 3 წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 70–ზე მეტი  საჯარო სკოლის 1000–მდე მეცხრე კლასის მოსწავლეს უმასპინძლა.