საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, აცხადებს 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური 

ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 16 აპრილიდან - 2025 წლის 23 მაისის 16:00 საათამდე.

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2025 წლის 2 ივნისის 18:00 საათამდე.

კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ