თსსუ-ის საარჩევნო კომისიის განცხადება

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  არჩევნების    გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო  ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 16 აპრილის N17 საოქმო გადაწყვეტილებით,  მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  ასარჩევად 2025 წლის   21  მაისს დაინიშნა არჩევნები. 

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო  ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატებმა, თსსუ-ის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში  უნდა წარმოადგინონ: 

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის  კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 28 აპრილს და დასრულდება 2025 წლის  2 მაისს.  

რეგისტრაცია იწარმოებს  ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.  

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,  ოთახი N  224.