მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016“ საზეიმოდ დაიხურა

   
   

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, რესტორან „სენატის“ დარბაზში საზეიმოდ დაიხურა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016“. დახურვას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უამღლესი სასწავლებლების თეატრალური დასები, სტუდენტური თეატრები ისრაელიდან და ირანიდან.

დახურვის ცერემონია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის - „ჰიგია“  ხელმძღვანელმა, მოყვარულმა რეჟისორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გუჯაბიძემ. მან აღნიშნა, რომ წელს საიუბილეო, მეხუთე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ამ ხუთი წლის მანძილზე სტუდენტური დასები მაყურებლის წინაშე გაიზარდა და დაიხვეწა. საამაყოა, რომ თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფესტივალის დაარსების იდეის ხორცშესხმისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა.

ყველასთვის ცნობილმა მსახიობმა, მარიამ ჯოლოგუამ, როგორც ფესტივალის დახურვის ცერემონიის წამყვანმა, საზოგადოებას აუწყა, რომ ფესტივალის დღეები მისთვის ძალიან დიდი ზეიმი იყო: „მადლობა ყველას, რომ ხუთი წელია, მაქვს საშუალება გავიზიარო ეს ზეიმი!“

ჟიურის წევრებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს კონვერტები და გამოაცხადეს გამარჯვებულები:

ასევე გამოცხადდა სამი ძალიან  რჩეული:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა „ჰიგიამ“ ოთხ ნომინაციაში მიაღწია წარმატებას, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ვულოცავთ მათ ამ  გამარჯვებას!