ბრნოს მაზარიკის უნივერსიტეტის (ბრნო, ჩეხეთი) ორთოპედიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარტინ რეპკო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 მიმდინარე წლის 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ:  მაზარიკის  უნივერსიტეტის  (ბრნო, ჩეხეთი) ორთოპედიის დეპარტამენტის ასოცირებული  პროფესორი მარტინ  რეპკო და  მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის ,,ინოვა“ კლინიკური დირექტორი, ნეიროქირურგი გოჩა ჩუტკერაშვილი. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  ვიცე-რექტორები:  პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე.

განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა. როგორც  ასოცირებულმა პროფესორმა მარტინ რეპკომ აღნიშნა, მათთვის საინტერესოა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში.