თსსუ–ის სტუდენტმა სტუდენტ სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა

2016 წლის 8–12 დეკემბერს,  ქალაქ ნიქოზიაში (კვიპროსი) გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი სტუდენტებს შორის სამბოში. ღონისძიებაზე საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ეგიდითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხადრდაჭერით წარდგენილი იყო თსსუ–ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მეოთხე კურსის  სტუდენტი  დავით ნარიმანიძე, რომელმაც ღონისძიებაზე მესამე საპატიო ადგილი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს დავით ნარიმანიძეს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ  ამ  მნიშვნელოვან  წარმატებას!

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის მადლობის წერილი.