თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ნინო ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა

2016 წლის 21 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტმა დაარსებიდან 70 წლის იუბილე აღნიშნა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ საზეიმო სხდომაზე, მორფოლოგიის ინსტიტუტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ნინო ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა.