კონფერენცია–სოციოლოგიური კვლევები მედიცინაში
2017 წლის 12 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა პირველკურსელთა ტრადიციული კონფერენცია " სოციოლოგიური კვლევები მედიცინაში".
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის და საექთნო საქმის ბაკალავრი–ექთანი (ქართულ–ავსტრიული) პროგრამის სტუდენტებმა.
ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.