თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისთვის ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში (იტალია).
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტებს.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობა იგეგმება 5 თვის (1 სემესტრის) განმავლობაში – 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე.
სტიპენდია მოიცავს:
• უფასო სწავლა
• ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
• ყოველთვიური სტიპენდიას
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1. პასპორტის ასლი;
2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);
3. CV ევროპული ფორმატის მიხედვით ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;
4. მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
5. ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 15 მაისს 16:00 სთ-ზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451