სკოლა-სემინარი ბაკურიანში

2017  წლის 2-5 თებერვალს, დაბა ბაკურიანში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ინიციატივითა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, ჩატარდა საერთაშორისო სკოლა-სემინარი "გლობალური ჯანმრთელობა 21-ე საუკუნეში“.

ღონისძიების გახსნისას, მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ზარნაძემ აღნიშნა, რომ ამ სკოლა-სემინარს უკვე თერთმეტ წლიანი ისტორია აქვს და ის უაღრესად საინტერესოა  მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრებმა და დოქტორანტებმა. აღსანიშნავია, რომ სკოლა-სემინარის ისტორიაში პირველად შედგა ტელეხიდი ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  შორის.  სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ პროფესორები: შალვა (დავით) ზარნაძე, სეირან ქოჩარიანი, ლევან ბარამიძე, ბიძინა ზურაშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - გიორგი მიქაძე.

სემინარის ფარგლებში,  მოხსენებები წარადგინეს მონაწილეებმა:  გიგა კობეშავიძემ, ნათია ანთიამ, ქეთევან ბერიაშვილმა, ანა სულავამ, თეო იჩქიტიძემ, ლაშა კვიციანმა, პაულა მარაჯმარიამ, აჰმად რაბანიმ,  მოჰამედ იზჰარ ჰაქმა, რეჯინა ატაშიანმა, ვაჰე ხაჩატურიანმა, მარინა დავითიანმა, რაფაელ ანასტასიანმა, მანე ტოროსიანმა, თავენ კარაპეტიანმა.

სკოლა-სემინარის "გლობალური ჯანმრთელობა 21-ე საუკუნეში“ მიმდინარეობისას, მონაწილეებმა შეიმუშავეს რამდენიმე საინტერესო  წინადადება სამომავლო პროექტებისთვის.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.