თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში TEDxTSMU ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს იდეების გავრცელებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.
ღონისძიება გაიმართება - 2025 წლის 18 მაისს, 12:00 საათზე.
TEDxTSMU 2025-ის სპიკერები
გიორგი გაგოშიძე – ქუჩის მხატვარი
ეზრა ფრიმენი – კონტენტის შემქმნელი და ტელეწამყვანი
დარო სულაქაური – ფოტოგრაფი, TED-ის ფელოუ და ადამიანის უფლებათა დამცველი
თინათინ ტყემალაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
ნიკოლოზ კვაჭაძე – გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
ჯანადი კარავიტა – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტი
ემან ელიმამი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტი
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის მესამე სასწავლო კორპუსი ,,თეატრალურ დარბაზი"
ღონისძიება ტარდება TED-ის ლიცენზიის ფარგლებში.