თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი ინსბრუკში (ტიროლი, ავსტრია)

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, 2017 წელს 5-9 თებერვალს  მივლინებით იმყოფებოდა ინსბრუკში (ტიროლი, ავსტრია), სადაც 6 თებერვალს შეხვდა ტიროლის კლინიკათა ქსელის Tirol Kliniken-ის გაერთიანების გენერალურ დირექტორს, Stefan Deflorian-ს და ადმინისტრაციის წარმოამდგენლებს. შეხვედრის დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა და  ხელი მოეწერა  განზრახულობათა წერილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებს შორის თანამშრომლობის  თაობაზე.  ხელმოწერის ცერემონიას იღებდა ადგილობრივი ტელევიზია. ჟურნალისტები დაინტერესდნენ და ინტერვიუ  ჩაიწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორისგან, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორიასა და ბატონი დეფლორიანისგან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე, ესაუბრა ბატონ სტეფან დეფლორიანს ტელემედიცინის ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე. თუ ასეთი ცენტრი ჩამოყალიბდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ავსტრიულმა მხარემ გამოთქვა  მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. ავსტრიული მხარე მზად არის ცენტრის აღჭურვის საქმეში გაუწიოს სათანადო კონსულტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. როგორც პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, საუბარში გამოიკვეთა, რომ ტელემედიცინის პირველი მიმართულება იქნება ონკოლოგიური პაციენტების კონსულტირების მიზნით თანამშრომლობა ონკოლოგიურ გუნდებს შორის.

იმავე დღეს პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა Tirol Kliniken -ის სამედიცინო დირექტორს, პროფესორ  Wolfgang Buchberger-ს, რომელთანაც ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 4 სტუდენტის სტაჟირებაზე ინსბრუკში, 2016 წლის ზაფხულში და  სამომავლო გეგმებზე. Wolfgang Buchberger-მა მაღალი შეფასება მისცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ირაკლი კოხრეიძის, კომპეტენციას.  პროფესორმა Wolfgang Buchberger-მა მზადყოფნა გამოთქვა თბილისში ჩამოსასვლელად და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციების ჩასატარებლად.

7 თებერვალს პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა დასავლეთ   ავსტრიის  საგანმანათლებლო  ცენტრის AZW-ს დირექტორს, ბატონ Walfer Draxl-ს და მის მოადგილეს, ქალბატონ  Walfraud Buchberger-ს. შეხვედრაზე განიხილეს თსსუ-ის ქართულ-ავსტრიული საექთნო პროგრამის მიმდინარე პროცესები. ავსტრელმა კოლეგებმა თანხმობა განაცხადეს თბილისში მოწვევაზე. მათ, ასევე, საკუთარი მოსაზრებები გააცნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს კურიკულუმების სრულყოფის თაობაზე, რაც უკვე გააცნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლელა მასხულიას და პროგრამის კოორდინატორს, მედეა ჯღარკავას.

ავსტრიული მხარე მზად არის 2017 წელს ზაფხულში  მიიღოს  საექთნო საქმის პროგრამის გერმანული ენის მცოდნე  სტუდენტები. გამოიყოფა აგრეთვე     საცხოვრებელი ფართი და კვება მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტისათვის. 2017 წლის მარტის  დასაწყისში აპლიკანტებთან შედგება სკაიპით გასაუბრება.

7 თებერვალს, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, აგრეთვე, შეხვდა ინსბრუკის უნივერსიტეტის ანალიზური და რადიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ Gunthen Bonn-ს.  საყურადღებოა, რომ განიხილება საკითხი მისი ავსტიაში  საქართველოს საპატიო კონსულად არჩევის შესახებ. როგორც პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოხდინა ამ ინსტიტუტის შესაძლებლობებმა. საყურადღებოა, რომ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს  მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტები, ფარმაციის დაკულტეტი კი დარჩა ინსბრუკის უნივერსიტეტში,  რომლის ბაზასაც წარმოადგენს ეს კვლევითი ინსტიტუტი.

ამავე დღეს შედგა საქმიანი შეხვედრა ინსბრუკის უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის უფროსთან, ქალბატონ Barbara Tasse-თან. 

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ დავათვალიერა Bionorica-ს კვლევითი ცენტრი. შეხვდა ამ ცენრტის ხელმძღვანელს, ბატონ Michael Walder-ს და  ცენტრის თანამშრომლებს: ბატონ  Stefan Schoubicller-ს და ქალბატონ  Astrid Neumann-ს, გაეცნო მათი კვლევის ძირითად შედეგებს.

7 და 8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა ინსბრუკის უნივერსიტეტის ქიმიისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ Hermann Stuppner-ს, რომელსაც გააცნო თსსუ-ის ფარმაციის  ფაკულტეტის  და იოველ ქუთათელაძის  სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების  ძირითადი მიმართულებები და კოოპერაციის შესაძლო ასპექტები. დაათვალიერა ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორია და გაეცნო სასწავლო პროცესს.

8 თებერვალს პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია  გაეცნო ავსტრიის  წამლების სკრინინგის ინსტიტუტს (ADSI). შეხვდა მის ერთერთ ხელმძღვანელს, ბატონ LacoKacani-ს. ინსტიტუტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ამ ინსტიტუტსაც პროფესორი Gunthen Bonn-ი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, ინსბრუკში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულემ, ქალბატონმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც მონაწილეობდა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შეხვედრაში. პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ირმას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანადგომისთვის.

პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ასევე დიდ მადლიერებას გამოხატავს Gunthen Bonn-ის მისამართით, ვისი ორგანიზებულიც გახლდათ ინსბრუკის უნივერსიტეტში შეხვედრები 7 და 8 თებერვალს.

 

აქვე გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორიასთან და ტიროლის (ავსტრია) კლინიკათა ქსელის Tirol Kliniken-ის გაერთიანების გენერალურ დირექტორთან, შტეფან დეფლორიანთან.