2025 წლის 20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც თსსუ-ის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.
ლექციების განრიგი:
20 მაისი, 16:00 საათი
პროფესორი იოსებ ნანობაშვილი, მედიცინის დოქტორი – ვენის უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელი, ვენის პრივატ-კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგი.
ლექციის თემა: „არტერიული და ვენური პათოლოგია: ათეროსკლეროზი, ვენების ვარიკოზი“ (ლექცია ჩატარდება ქართულ ენაზე).
20 მაისი, 17:00 საათი
პროფესორი გერჰარდ პრაგერი – ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი; სიმსუქნისა და მეტაბოლური პათოლოგიების ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი (2018–2022 წწ); სიმსუქნისა და მეტაბოლური პათოლოგიების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი (2023–2024 წწ).
ლექციის თემა: „ბარიატრიული მეტაბოლური ქირურგიის მიღწევები“ (ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე).
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, III საკონფერენციო დარბაზი.