პროფესორი როჯერ კაშმორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სარეკომენდაციო გამგეობის წევრი, პროფესორი როჯერ კაშმორი (Roger Cashmore) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი გრძელიშვილი. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის მიმართულების სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფესორი ბორის კორსანტია, მეცნიერ-თანამშრომლები: ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი და გიორგი ხარებავა.

საუბრის ძირითადი თემა იყო ბიოტექნოლოგიის განვითარება და შესაბამისად, შეეხებოდა თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს.

პროფესორი როჯერ კაშმორი დაინტერესდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებით, რაზედაც ამომწურავი პასუხი მიიღო. საუბრის დასასრულს მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია მოსმენილი ინფორმაციით, მისთვის სასიამოვნოა რომ აქ მიმდინარეობს ინტენსიური სამეცნიერო კვლევები და პროფესიონალები ღირსეულად უძღვებიან ამ საქმეს.