ქართველი სტუდენტების სტაჟირება თურქეთში

2017 წლის 11 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ექვსი წარჩინებული სტუდენტი: ლორენა ხავთასი, მარიამ გაგოშიძე,  სოფიკო ტარტარაშვილი, მარიამ გელბახიანი, თამარ დიაკონიძე და მაგდა მუმლაძე, ორკვირიანი სტაჟირების ფარგლებში იმყოფებოდა ქალაქ ტარსუს  (თურქეთის რესპუბლიკა) რეაბილიტაციის ცენტრ - "იენიდე სევგილი"-ში. ღონისძიება, ქართველი ფიზიოთერაპევტის, თსსუ-ის კურსდამთავრებულის, კახა კაციტაძის მოწვევით განხორციელდა.

სტაჟირების პერიოდში ქართველი სტუდენტები გაეცნენ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სფეროში არსებულ სიახლეებს. ყოველდღიურად ისინი თურქი ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდნენ პაციენტებთან, რაც მათთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას წარმოადგენს პრაქტიკული უნარებისა და პაციენტებთან კომუნიკაციის კუთხით.

სტაჟირებისას თსსუ–ის სტუდენტებმა გამოავლინეს ცოდნის მაღალი დონე. ღონისძიების ბოლოს მათ გადაეცათ სერტიფიკატები.