თბილისის N-46-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და  სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, 2017 წლის 6 მარტს, პროექტ „ჰელფინგ ჰენდის“ ფარგლებში, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს  თბილისის N46-ე საჯარო სკოლის 30-ი მოსწავლე ეწვია.

შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ უსაფრთხო პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრინციპებსა და უნარ-ჩვევებს.

მსგავსი პროექტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ბოლო სამ თვეში მეორედ გაიმართა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსწავლეებისა და აბიტურიენტების დიდ ინტერესს ექიმის პროფესიისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ.