თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მეოთხე სასწავლო კორპუსი შეემატა

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მეოთხე სასწავლო კორპუსი შეემატა. ახალი კორპუსი, მდებარეობს სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში 675 კვადრატული მეტრის ფართობზე. 

ექვსსართულიანი შენობა, რომლის საერთო ფართი 3780 კვადრატული მეტრია, აღიჭურვა უახლესი აპარატურითა და დანადგარებით. აქ სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი ცოდნის მისაღებად და სპეციალობის დასაუფლებლად.  

ახალ სასწავლო კორპუსში განთავსდა:

პირველ სართულზე: სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრი და პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ორი ლაბორატორია;

მეორე და მესამე სართულებზე: ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი,  სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი; ასევე, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი;

მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე: ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორია,  ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის, სოციალური და კლინიკური ფარმაციის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის, ფარმაკოგნოზიის, ბოტანიკის დეპარტამენტები და მათი 20-მდე ლაბორატორია.

2017 წლის 27 თებერვლიდან –  გაზაფხულის სემესტრის  დაწყებიდან, ახალ სასწავლო კორპუსში აქტიურად მიმდინარეობს აკადემიური, სამეცნიერო და კლინიკური მუშაობა.