სასამართლო ექიმთა IX სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თსსუ-ში

2025 წლის 28 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება სასამართლო ექიმთა IX  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.  

ღონისძიება მიეძღვნება პროფესორ თეიმურაზ გორდელაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და საქართველოს სასამართლო მედიკოსთა ასოციაცია.

კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება სასამართლო მედიცინის, სასამართლო მედიკო-ანთროპოლოგიის, ტანატოლოგიისა და ექსპერტიზის სხვა აქტუალური საკითხები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 75-ზე მეტი სასამართლო ექიმი და ექსპერტი.

კონფერენციის გახსნაზე მიწვეული არიან წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #33, I სართული.

მონაწილეთა რეგისტრაცია: 09:30 – 10:00

კონფერენციის გახსნა: 10:00


საკონტაქტო პირები:

რუსუდან ბერიაშვილი;

ტელეფონი: 599 000 113 / 557 57 89 89

ელ. ფოსტა: r.beriashvili@tsmu.sdu

ვახტანგ კარგარეთელი;

ტელეფონი: 593 53 73 13

ელ. ფოსტა: vkargareteli@expertiza.gov.ge