თსსუ-ის სტუდენტები ,,International Federation of Medical Student’s Associations (IFMSA)“ -ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე

მიმდინარე წლის 1-8 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: ნიკა გვაზავა და ნინო ზივზივაძე იმყოფებოდნენ - ,,International Federation of Medical Student’s Associations (IFMSA)“ -ის  66-ე გენერალურ ასამბლეაზე (ბუდვა, მონტენეგრო) დელეგატებად.

ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო 126 ქვეყნის 1200 ექიმი - სტუდენტი.  საქართველოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საქართველოს ჯანდაცვის და განათლების სფეროში მიმდინარე პროექტები და მასთან დაკავშირებული რეფორმები. იმსჯელეს მსოლიო ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე და ჩამოაყალიბეს ფედერაციის კონცეფცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები წარუდგენენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.
დღესდღეობით საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და იგეგმება უმოკლეს დროში ფედერაციის სრული წევრობა.