2025 წლის 11 ივლისს, 15 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევა ვირჯინიის (აშშ) ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და ნევროლოგიის კლინიკური პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი.
პროფესორი თსსუ-ის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, ექიმებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ლექციას “იშემიური ინსულტის მკურნალობა და მეორადი პრევენცია”.
ლექცია ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის III საკონფერენციო დარბაზში.
(მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული).