ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თსსუ-ში

 2017 წლის 6-7 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ტემპუსის პროექტის კოლაბორატორები, ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორები: რიტა სტაგნი და ელისა მაგოსსო. აუდიტორიას  სტუმრები წარუდგინა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ სანიკიძემ.
ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს შემდეგი ლექციები:

პროფ. რიტა სტაგნი - „ბიომექანიკა და ადამიანის მოძრაობის კონტროლი: მოძრაობის ლაბორატორიული ანალიზიდან ყოველდღიურ დაკვირვებამდე“;
პროფ. ელისა მაგოსსო - „მულტიპარამეტრული ინტეგრაცია თავის ტვინში: ნეიროკომპიტენგის ტექნოლოგიები  და არქიტექტურა“.