2025 წლის 15 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აუგსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) ციფრული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლუდვიგ კრისტიან ჰინსკე.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ჰინსკე თსსუ-ის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე: "ციფრული მედიცინა".
დასაწყისი: 16:00 სთ-ზე.
თსსუ-ის III საკონფერენციო დარბაზი (მეორე სართული).