თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ევრაზიული ქვეყნების უმაღლესი განათლების სამიტზე (EURIE)

   
   

2017 წლის 21-25 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ვიცე– რექტორი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასისტენტ–პროფესორი ლევან ბენაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  ქ. სტამბოლში (თურქეთი) ევრაზიული ქვეყნების უმაღლესი განათლების სამიტზე (EURIE), რომელიც მიეძღვნა ევრაზიული რეგიონისა და მსოფლიო უმაღლესი განათლების სკოლების ურთიერთთანამშრომლობას.

სამიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორს, ასოცირებულ პროფესორ ირაკლი კოხრეიძესა და სამიტის პრეზიდენტს, დოქტორ მუსტაფა აიდინს  შორის. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს  უმაღლესი განათლების აქტუალური საკითხები და აღნიშნულ სფეროში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები.

ევრაზიული ქვეყნების უმაღლესი განათლების სამიტის (EURIE) საგამოფენო ცენტრში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წარმოადგინა სტენდი, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცათ  გაცნობოდნენ ინფორმაციას უნივერსიტეტის ისტორიის, შესაძლებლობებისა და უნივერსიტეტში მოქმედი უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი ტექნოლოგიებით  აღჭურვილმა საუნივერსიტეტო კლინიკებმა. უცხო ქვეყნების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენელებმა გამოხატეს დიდი ინტერესი, როგორც სტუდენტთა და აკადემიური პესონალის გაცვლითი პროგრამების შესახებ, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივებზე.