ამსტერდამის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი

2017 წლის 7 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ამსტერდამის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკა, გაეცნენ  იქ  მიმდინარე სასწავლო პროცესს.
სტუდენტები ასევე ესტუმრნენ თსსუ-ის  კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრს.  ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ  სტუმრებს  გააცნო ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და  მათთვის ჩაატარა ლექცია. ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე შეხვდნენ  ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორ ლევან ბარამიძეს, რომელმაც გააცნო საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მიმდინარე რეფორმები. ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა შეხვედრა გამართეს სტუდენტური თვითმმართველობის,  EMSA-თბილისის და IFMSA-საქართველოს წარმომადგენლებთან. ჰოლანდიელი სტუმრების ვიზიტი სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.