სამედიცინო უნივერსიტეტი თამბაქოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დროულად მიღების მომხრეა

 
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თამბაქოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს კიდევ ერთხელ აფასებს და მომხრეა, დროულად მოხდეს ცვლილებების მიღება.

„ჩვენ არ ვეწევით – სამედიცინო უნივერსიტეტი ჯანმრთელი ცხოვრების წესს ეწევა“; „უარი თამბაქოს! „ჩაისუნთქე“ – ჯანმრთელობა!“ - ამ სლოგანებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კვლავაც აგრძელებს ბრძოლას თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ. მხარს უჭერს ყველა წამოწყებას და ინიციატივას, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ამ ბრძოლას და მომხრეა, დროულად იქნას მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა!“