საგანმანათლებლო გამოფენა – ,,Bursa Education Fair

2017 წლის 21-26 მარტს ქ. ბურსაში (თურქეთი) გაიმართა სტუდენტთა მომზიდავი კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენელთა საგანმანათლებლო გამოფენა – ,,Bursa Education Fair"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით ბურსას საგანმანათლებლო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა დავით დელიბაშვილმა, კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ტატიშვილმა და თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა, თურქეთის მოქალაქემ ფურქათ შენმა. ღონისძიებაზე თურქეთის 200-მდე და სხვადახვა ქვეყნის 30-ზე მეტი უნივერსიტეტი იღებდა მონაწილეობას.
გამოფენაზე მოსულ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამების, ფასების, აგრეთვე საქართველოში ცხოვრებისა და პირობების შესახებ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ უცხოელ სტუდენტთა მომზიდავი კომპანიები.

საერთაშორისო გამოფენამ “Bursa Education Fair” ჩაიარა წარმატებულად, დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები თურქეთის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.