ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება შაბთაი ცური თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2017 წლის  27 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება შაბთაი ცური, მისი პირველი მოადგილე, ბატონი ადელ პინო  და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

ისრაელის საელჩოს წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე,  დაინტერესება გამოხატეს ისრაელსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით.

მისმა აღმატებულებამ, ისრაელის ელჩმა საქართველოში საქართველოს რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  მიიწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის, ღონისძიებაზე მიწვევისთვის და გადასცა უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი სამახსოვრო საჩუქრები.