სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები შეძლებენ დაფინანსების მიღებას.

2025 წლის 30 ივლისის №303 დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა დაფინანსების ოდენობა და პირობები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები ონლაინ რეჟიმში უნდა შეავსონ 2024 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge 

სამინისტროს მიერ დამატებით დამტკიცებულია განცხადების რეგისტრაციის წესი, ვადები, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განხილვის პროცედურები.

დანართები: 

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №303 დადგენილება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 25 აგვისტოს №1019487 ბრძანება