პროექტ –TEMPUS IV– ის რიგით მესამე გენერალური ასამბლეა

   
   

2017 წლის 21–22 აპრილს, ათენში (საბერძნეთი) პროექტის "TEMPUS IV" ფარგლებში ჩატარდა რიგით მესამე გენერალური ასამბლეა თემაზე - “ბიოსამედიცინო საინჟინრო განათლება, ტემპუსის ინიციატივა აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონისთვის (BME-ENA)”. პროექტის კოორდინატორი და ინიციატორი პეტრას (საბერძნეთი) უნივერსიტეტი გახლდათ. 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: ლუბლიანას უნივერსიტეტის, ბოლონიის უნივერსიტეტის, ბრუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის, ვარნას ტექნიკური უნივერსიტეტის, დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, უკრაინის  ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ექსპერტები ევროკავშირიდან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პროექტი "BME-ENA"–ის ადგილობრივი კოორდინატორი, თსსუ–ის ფიზიკის და  ბიოფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი თამარ სანიკიძე და ამავე პროექტის ადმინისტრაციული კოორდინატორი ნინო კანდელაკი.

ღონისძიებაზე  თსსუ–ის, ბოლონიისა  და ლუბლიანას უნივერსიტეტს შორის მოხდა შეთანხმება, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას კრედიტების მობილობის საერთაშორისო  პროექტ – "ERASMUS+" ფარგლებში.