ქართული ცეკვის ოლიმპიადა

   
   

2017 წლის 1 მაისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ცეკვების ფედერაციის თაოსნობით  ჩატარდა ოლიმპიადა, სადაც სხვა ანსამბლებთან ერთად მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი  ია კვირიკაშვილი.

ანსამბლ „ვეგა“-ს გამოსვლამ მაყურებლებისა და პროფესიონალი შემსრულებლების  დიდი მოწონება დაიმსახურა და აღინიშნა, რომ ასეთი თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების სტილით არსებული ანსამბლი არ გააჩნია არცერთ სხვა უმაღლეს სასწავლებელს.

ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, მის სტუდენტებს წარმატებული გამოსვლისათვის და გამოითქვა თანამშრომლობის დიდი სურვილი თსსუ-ის სხვა შემოქმედებით ჯგუფებთან და  ანსამბლებთან.