თსსუ-ის უცხოელ სტუდენტთა სპორტული კარნავალი

   
   

2017 წლის 5 მაისს თსსუ-ის უცხოელმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში გამართეს სპორტული ასპარეზობა, სპორტული კარნავალი.  მასში მონაწილეობდნენ სტუდენტები ინდოეთიდან, შრი-ლანკადან, ნიგერიიდან, ირანიდან, სირიიდან, ლიბერიიდან, გაიანადან.

იმპროვიზირებული სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა შემდეგ სახეობებში: მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, სუმოში,  სახაზო გემებში, მარათონში, ბოულინგში,  აცდენა-თავის არიდებაში, საკაცეებით ტარებაში,   პინგპონგის ოსტატობაში.