საერთაშორისო ფესტივალი თანამედროვე სტილითა და „ჰიპ–ჰოპის“ მოცეკვავეებს შორის

   
   

2017 წლის 9 მაისს თბილისში  „ილიას ბაღში“ (აღმაშენებლის გამზ. N.73) ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი (ჩემპიონატი) თანამედროვე სტილითა და „ჰიპ–ჰოპის“  მოცეკვავეებს შორის.

მონაწილეობას ღებულობდნენ მოცეკვავეები შემდეგი ქვეყნებიდან:  საქართველო,  საფრანგეთი,  ჰოლანდია,  უკრაინა, აზერბაიჯანი,  სომხეთი,  ბელორუსია და რუსეთი.

ფეტსივალი გახსნა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურმა დასმა, რომელმაც მაყურებლის საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია. მაყურებლის წინაშე მოკლე, სარეკლმო პროგრამით წარსდგა „ჰიპ- ჰოპის“ მსოფლიოში ლეგენდად ქცეული მოცეკვავე და ჟიურის თავმჯდომარე აისი (საფრანგეთი).

ჩემპიონატი დაყოფილი იყო რამოდენიმე ეტაპად. ფინალში გამარჯვება წილად ხვდა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის, უცხოენოვანი სექტორის, IV სემესტრის სტუდენტი, ფინეთის მოქალაქე  -  ზურაბ ღუდუშაურია.

ამჟამად, ზურაბი და მისი მეგობრები, თსსუ-ის სტუდენტობა და განსაკუთრებით ბურუნდიის მოქალაქე - ეველინ ირაკოდძე  გამოთქვამენ ინიციატივას, რომ თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან ერთად შექმნან თავისუფალი სტილის ცეკვების სტუდია და მომავალში თსსუ-ის სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალებში.