ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი აცხადებს ტრენინგს სასერტიფიკატო კურსზე „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა“ - Good Distribution Practice (GDP)




 დაშვების წინაპირობა: წინაპირობა არა აქვს


კურსის ხელმძღვანელი: პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, თსსუ–ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


ტრენერები:


რევაზ ზაზაძე, სამრეწველო ფარმაციის მაგისტრი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP)-ის  და კარგი საწარმოო  პრაქტიკის  (GMP)-ის საერთაშორისო აუდიტორი;


 ნათია ურუშაძე, ფარმაციის მაგისტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP)-ის  და კარგი საწარმოო  პრაქტიკის  (GMP)-ის საერთაშორისო აუდიტორი.


 სასერტიფიკატო კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე / (12 საათი),


რეგისტრაციის პერიოდი   –   2025 წლის  26 სექტემბრის ჩათვლით.


ჩატარების დრო  2025 წლის 26-30 სექტემბერი.


კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.


კურსის ღირებულება  - 400 ლარი.


 მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას  გამზირი N 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  IV სასწავლო კორპუსი,  IV სართული.


საკონტაქტო პირები:


ალიოშა ბაკურიძე, თსსუ–ის პროფესორი. - a.bakuridze@tsmu.edu


ია წურწუმია, თსსუ–ის ასისტენტ–პროფესორი. - i.tsurtsumia@tsmu.edu  5 99 89 07 17