თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება კატოვიცეს (პოლონეთი) სილესიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „საერთაშორისო სამედიცინო კონკრესში SIMC 2017“

   
   

2017 წლის 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი ათათია (XII სემესტრი), ლევან ცაგურია (VI სემესტრი), ბესიკ ცინცაძე (VI სემესტრი) და ნიკა თარგალაძე (VI სემესტრი) მონაწილეობდნენ კატოვიცეს (პოლონეთი) სილესიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „საერთაშორისო სამედიცინო კონკრესში SIMC 2017“.

 „საერთაშორისო სამედიცინო კონკრესზე SIMC 2017“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევა – „დეცელულარიზებული სისხლძარღვის გამოყენება ვირთაგვის მუცლის აორტის დეფექტების რეკონსტრუქციისთვის“ („Reconstruction of rat abdominal aorta defects using decellularized vascular scaffolds“), რომელმაც დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო ჟიურისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოების წევრებს შორის. წარმოდგენილ კველვასთან დაკავშირებით გაიმართა პროფესიული დისკუსია და დაისვა შეკითხვები, რომლის დასრულების შემდეგაც კონგრესის ჟიურის ხელმძღვანელმა და სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა აღნიშნეს თემის აქტუალობა და მისი უპირატესობა სხვა სტუდენტურ მოხსენებებთან შედარებით.

„საერთაშორისო სამედიცინო კონკრესში SIMC 2017“ ჩვენი მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, როგორც პროფესიული განათლების მიღების თვალსაზრისით ისე გამოცდილების კუთხითაც და გაგვიჩინა მოტივაცია კვლავ ვაწარმოოთ ახალი ორიგინალური კვლევები, მივიღთ მონაწილეობა მსგავსი შინაარსის ღონისძიებებში და რაც მთავარია, საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩავატაროთ მსგავსი ტიპის, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კონფერენციები” – აღნიშნეს სტუდენტებმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მადლობას უხდიან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის.