თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორების საყურადღებოდ

2025 წლის 21-22 ოქტომბერს, სოფიაში გაიმართება სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 30 წლის იუბილე. ღონისძიება ტარდება ERASMUS+ ICM KA 171 პროექტის ფარგლებში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორებს.

მონაწილეობისათვის, საჭირო საბუთების მიღება განხორციელდება თსსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილებაში, სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტიდან თსსუ-ს რექტორის სახელზე მიღებული ოფიციალური მოწვევის საფუძველზე.