საქველმოქმედო აქცია გურჯაანის რაიონის მოსახლეობისთვის

   
   

2017 წლის 13 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია გურჯაანის რაიონის მოსახლეობისთვის.

აქციის ფარგლებში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტებმა განახორციელეს  300-ზე მეტი პაციენტის უფასო სამედიცინო შემოწმება და ვიზიტი.

პაციენტებს საჭიროებისამებრ დაენიშნათ და ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები  (ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია და რენტგენოგრაფია).

აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ექიმები:

შორენა შონია (თერაპევტი ), გიორგი ბურჯანაძე (კარდიოლოგი), ქეთევან მაჭავარიანი (ალერგოლოგი), ომარ სამუშია (ნევროლოგი), ზურაბ ზედანია (გასტროენტეროლოგი),  ნონა კაკაურიძე (რევმატოლოგი), მარინა გაგოშიძე (პედიატრი), ხატია ხუციშვილი (ოფთალმოლოგი), ზაზა მაჭავარიანი (ყბა-სახის ქირურგი),  ვალერი კვახაჯელიძე (უროლოგი), ლევან ჩიკვატია (ტრავმატოლოგი), ვადიმ ავდიანი (სისხლძარღვთა ქირურგი), ბესო ჯაფარიძე (მეან-გინეკოლოგი), გელა ორველაშვილი (ზოგადი ქირურგი),  გიორგი მამულაშვილი (რადიოლოგი), მაკა მარტინტენკო (ექოსკოპისტი), ლიკა კაპანაძე (ლაბორანტი)  და ნინო კალაძე (ლაბორანტი) .

ღონისძიებას დაესწრო თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე, კლინიკური დირექტორი ციცონო გუგავა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნანა ჯიოევა.

საქველმოქმედო აქცია ტრადიციული ხასიათისაა და პერმანენტულად ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.