პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2017 წლის 15 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: პარიზის (საფრანგეთი) ვალ-დე-მარის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი, პროფესორი ოდილ   სოლნიკი და ამავე  უნივერსიტეტის ,,ერაზმუს +“ -ის პროექტის კოორდინატორი ანა მეგრელიშვილი.  სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის ,,ერაზმუს +“ პროექტის კოორდინატორი ნინო კანდელაკი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ქეთევან დევიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თსსუ–ის რეზიდენტი, ერაზმუს მუნდუსის პროგრამა „ალრაკის 2“–ის კონკურსის გამარჯვებული, მარიამ რუსიძე, რომელიც  დიპლომამდელი პროგრამის მობილობის ფარგლებში  ექვსი თვით იმყოფებოდა პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტში.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ერთობლივი მობილობის პროექტის  განხორციელების დეტალები  და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.