პროფესორი თინათინ ჩიქოვანი - ,,ასთმის, ალერგიისა და ფქოდის X მსოფლიო ფორუმსა და კლინიკური მედიცინისა და იმუნორეაბილიტაციის XIII მსოფლიო კონგრესზე“

2017 წლის 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი მივლინებით იმყოფებოდა ნიუ-იორკში (აშშ) იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე  - ,,ასთმის, ალერგიისა და ფქოდის X მსოფლიო ფორუმი. კლინიკური მედიცინისა და იმუნორეაბილიტაციის XIII მსოფლიო კონგრესი“.

კონგრესს ესწრებოდნენ წამყვანი სპეციალისტები ალერგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიაში ავსტრიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან,  ისრაელიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, ესპანეთიდან  და სხვა ქვეყნებიდან.

თინათინ ჩიქოვანი  გახლდათ ერთ-ერთი პოსტერული სესიის მოდერატორი და ორი პლენარული სესიის თავმჯდომარე. ერთ-ერთ პლენარულ სესიაზე მან წარადგინა მოხსენება: ,,რადიოსიხშირული აბლაციის გავლენა T უჯრედულ იმუნიტეტზე ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტებში“.