პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას "50%- 70% - 100% სასწავლო გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერა" .
პროგრამის მოკლე აღწერილობა
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოიპოვეს 50% ,70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტუდენტებზე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად, შემდეგი პრინციპით:
სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 50% სასწავლო გრანტი 500 ლარი;
სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი;
სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://shorturl.at/R9huT
განაცხადები მიიღება 31 ოქტომბრის (18:00 სთ.) ჩათვლით.
სტუდენტს დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლია როგორც მატერიალურად ასევე, ელექტრონულად.
მატერიალურად დოკუმენტები სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში (მის. ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).