სტუდენტთა მე-18 სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია -,,Students' Teaching Scientific Talks 2017”

2017 წლის 24 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში გაიმართა სტუდენტთა მე-18 სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია -,,Students' Teaching Scientific Talks 2017”. ღონისძიებაზე  წამოდგენილი იყო  ზეპირი და სტენდური მოხსენებები ინგლისურ და რუსულ ენებზე.
კონფერენციის ბოლოს გამოვლინდა 3 საუკეთესო ნაშრომი:
,,Cancer metabolic reprogramming and developing antitumor strategies by exploiting the differences between normal and cancer cell metabolism“ - მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის სტიდენტები: სალომე დარასელია, კესო ნაჭყებია;
,,CAR T-cell therapy against cancer“.- მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის სტუდენტები: რუსუდან ცქიტიშვილი, ანა მიქაბერიძე, ლევან იაშვილი;
,,Human- pig chimera“ - მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსისი ინგლისურენოვანი პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტი Nipuni Witharana.
მოხსენებების ავტორებს ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისაგან გადაეცათ გამარჯვებულის სერტიფიკატები.
ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მადლობას უცხადებს სტუდენტურ თვითმართველობას, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორს, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს  ლუიზა გაბუნიას, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორს ნინო დიდბარიძეს და სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს დავით ცხომელიძეს კონფერენციის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.