საქველმოქმედო აქცია ქ. ხაშურის მოსახლეობისთვის

   
   

2017 წლის 26 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ორგანიზაციას „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სამედიცინო პერსონალმა ქ. ხაშურში ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია.

აქციის ფარგლებში განხორციელდა  ქ. ხაშურის  და ხაშურის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოზრდილი და ბავშვთა მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება.

სულ სამედიცინო შემოწმება გაიარა 200-ზე მეტმა ადამიანმა, ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 500-მდე ვიზიტი.

პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში დაენიშნათ და ჩაუტარდათ  ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური გამოკვლევები და ლაბორატორეული კვლევები.

აქციაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სამედიცინო პერსონალმა: თამილა გზირიშვილი (თერაპევტი), ანა ალანია (კარდიოლოგი), გია დათუაშვილი (ქირურგი), ხატია ხუციშვილი (ოფთალმოლოგი), ქეთევან მაჭავარიანი (ალერგოლოგი), ზურაბ ზედანია (გასტროენტეროლოგი), ნონა კაკაურიძე (რევმატოლოგი), მაკა კვირკველია (ნევროლოგი), ლაშა ამილახვარი (ტრავმატოლოგი), ბესო ჯაფარიძე (მეან-გინეკოლოგი), მარინა გერსამია (ყბა-სახის ქირურგი), ნინო დათუნიშვილი (ოტორინოლარინგოლოგი), ვენერა დავითულიანი (ოტორინოლარინგოლოგი), ვალერი კვახაჭელიძე (უროლოგი), მამუკა ორკოშნელი (სისხლძარღვთა ქირურგი), დავით ჩეკურიშვილი (რენტგენოლოგი), ბაია ჩომახაშვილი (ექოსკოპისტი), თამარ პაპიძე (ექოსკოპისტი), ლელა ზივზივაძე (ლაბორანტი), ლიკა კაპანაძე (ლაბორანტი ) და მარინა გაგოშიძე (პედიატრი).

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერი ქეთევან ყაჯრიშვილი, კლინიკური დირექტორი ციცინო გუგავა და გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე.