1 ივნისი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში განსაკუთრებული  განწყობა სუფევდა. კლინიკა საზეიმოდ იყო მორთული.

სტაციონარში მყოფ და კლინიკაში გასასინჯად მისულ პატარებს ხვდებოდნენ და ახალისებდნენ მულტფილმების საყვარელი გმირები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ადმინისტრაციამ სიმბოლური საჩუქრებიც მოუმზადა თავის პაციენტებს.

წლევანდელმა 1 ივნისმაც ამაღლებული განწყობით ჩაიარა კლინიკაში, სადაც  განსაკუთრებული სიხარული მიანიჭეს და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე აჩუქეს პატარებს.